ვერაზე მკვლელობა მოხდა – მოკლული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია

ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,1957 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ. რ. საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც „კვირას“ უწყებაში განუცხადეს, მოკლულს, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.
„აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, -აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები