შსს-მ ბათუმში, ზღვაში ახალშობილის ცხედრის აღმოჩენის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო

შს სამინისტრომ ბათუმში, ზღვაში ახალშობილის ცხედრის აღმოჩენის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.

როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 112 -ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ცნობისათვის, დაახლოებით ერთი საათის წინ, ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ, ზღვამ ახალშობილის ცხედარი გამორიყა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები