გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს სამუშაო სადილზე უმასპინძლა

ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს სამუშაო სადილზე შეხვდა და მიღებაზე საქართველოში გატარებული რეფორმების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივების შესახებ ესაუბრა.

გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ შეთანხმებაზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტსა და ევროკომისიის პრეზიდენტს შორის შედგა და რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ახალი, უმაღლესი დონის ფორმატის შექმნას ითვალისწინებს.

სამუშაო სადილამდე დიპლომატებმა გამოფენა დაათვალიერეს, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის აღდგენის 100 წლის იუბილეს ეძღვნებოდა და კამპანიის “დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ” ფარგლებში მომზადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები