ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის საავტომობილო გზის მონაკვეთზე  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ “კვირას” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

“საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვისა და ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მლეთა-გუდაურის(ფოსტა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. ამავე გზის  კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება”,- აცხადებენ დეპარტამენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები