ევროკავშირი და საქართველო ორმხრივი თანამშრომლობის ახალ,უმაღლესი დონის ფორმატზე გადადიან- შეთანხმება გიორგი მარგველაშვილსა და ჟან-კლოდ იუნკერს შორის შედგა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ევროკავშირი-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ახალ, უმაღლესი დონის ფორმატის შექმნაზე შეთანხმდნენ. ურთიერთობების ახალი ეტაპი დარგობრივი თანამშრომლობის უმაღლეს ფორმატზე გადასვლას ითვალისწინებს.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ ევროკომისიასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის აქტიური და პოზიტიურია თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში და გასული წელი დინამიკური პროგრესით გამოირჩეოდა.
საქართველოს პრეზიდენტთან პირისპირ მოლაპარაკებების შემდეგ, ჟან-კლოდ იუნკერი საქართველოს დელეგაციას გაფართოებული შემადგენლობით შეხვდა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საოკუპაციო რეჟიმის ბოლო დროინდელ აგრესიულ ქმედებებს, მხარეებმა შეშფითება გამოთქვეს ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის ტრაგიკული სიკვდილისა და ორი მოქალაქის დაკავების გამო.
საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მოწინავე ქვეყნის მიღწევებს, ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგს, ინსტიტუციური, დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების და სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას.
მხარეებმა ვიზალიბერალიზაციის პროცესზე გაამახვილეს ყურადღება. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლება გამოთქვამს მზადყოფნას, გადაიდგას ყველა საჭირო ნაბიჯი პარტნიორებთან ერთად უვიზო მიმოსვლის პროცესში გართულებების თავიდან ასაცილებლად.
საქართველოს პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერი ევროკომისიის პრეზიდენტი 26 მაისს პირველი ქართული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავად საქართველოში მოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები