არჩილ თალაკვაძე: უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი დღის წესრიგში არ დგას

უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ამასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ სპეკულაციებს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები უნდა მოერიდონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვისაც ცნობილია, რომ საქართველოს შემუშავებული აქვს რისკების მართვის მექანიზმი.

„ჩვენ წინასწარ მივიღეთ კანონები, შევქმენით ყველანაირი მექანიზმი იმისათვის, რომ რისკების მართვა ამ მიმართულებით მოგვეხდინა – ეს იცის ევროკავშირმა. არ დგას დღის წესრიგში უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი, ამასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ სპეკულაციებს ოპოზიციური პარტიები უნდა მოერიდონ. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობა გაგრძელდეს ნორმალურ რეჟიმში, აქ ბუნებრივია, არანაირი უარყოფითი ტენდენციები არ გვაქვს. ის საკითხები, რაც დღის წესრიგში დგას, იდგა მანამდეც, ეს არის სამუშაო საკითხები და ეს არის ის საკითხები, რომელიც ევროკავშირს არამხოლოდ საქართველოსთან, არამედ სხვა პარტნიორ ქვეყნებთანაც აქვს განხილვის რეჟიმში“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები