თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 190-ე კმ-ზე მოძრაობა აღდგა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 190-ე კმ-ზე მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ “კვირას” საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

“ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 190-ე კმ-ზე  ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”,- აცხადებენ დეპარტამენტში.

შეგახსენებთ, რომ მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, დღეს დილით აღნიშნულ მონაკვეთზე ჩამოვიდა დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები