საქართველო უძველეს ცივილიზაციათა სამეულში შევიდა

ამერიკულმა საიტმა The Top Ten ჩაატარა გამოკითხვა, რომელშიც მომხმარებლებს 10 საუკეთესო უძველესი ცივილიზაცია უნდა გამოევლინათ.

შეფასებების მიხედვით, საქართველოს რეიტინგში მესამე ადგილი ერგო. ჩვენს ქვეყანას მხოლოდ საბერძნეთი და ეგვიპტე უსწრებს. საქართველოს კი რომი, ჩინეთი, ინდოეთი, სპარსეთი, აცტეკები და სპარტა მოსდევს.

რეიტინგი უძველესი ცივილიზაციების კრიტერიუმებით შედგა. 300-ზე მეტ კომენტარში, მომხმარებლები საქართველოს მდიდარი ბუნების, მეგობრული დამოკიდებულების და ცეკვების მიმართ აღტაცებას გამოხატავენ. მას ღვინის ქვეყანას უწოდებენ და პრომეთეს ლეგენდას იხსენებენ. აღინიშნება, რომ ქართული ენა ერთ-ერთი უძველესი ენაა მსოფლიოში, რომელზეც ადამიანები კვლავ საუბრობენ.

გასულ წელს, რეიტინგში დავით აღმაშენებელმა ყველა დროის საუკეთესო სამხედრო გენერლის სტატუსი მოიპოვა, რითიც ალექსანდრე მაკედონელსაც გადაასწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები