იუსტიციის სამინისტროსთან ტრანსგენდერი ქალები სქესის შეცვლის პროცედურის გამარტივებას ითხოვენ

იუსტიციის სამინისტროსთან ტრანსგენდერი ქალების აქცია სახელწოდებით “მე ვარ ქალი – აღიარე!” მიმდინარეობს, ისინი სქესის შეცვლის პროცედურის გამარტივებას ითხოვენ.

მათი განმარტებით, დამამცირებელი და არაჰუმანურია ის ნორმები, რომელიც ტრანსგენდერ ქალებს კასტრაციას ავალდებულებს. გარდა ამისა, ტრანსგენდერი ქალები იმასაც ითხოვენ, რომ სქესის შეცვლის გარეშე, მათი პირადობის მოწმობაში ჩაიწეროს სქესი “მდედრობითი”.

აღსანიშნავია ისიც, რომ ტრანსგენდერი ქალების აქციის პარალელურად, კონტრაქცია მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთმა მონაწილემ, ტრანსგენდერ ქალებს კვერცხები ესროლა. ის პოლიციამ დააკავა.

იურისტი, საერთაშორისო საჯარო სამართლის დოქტორანტი ბაია პატარაია განმარტავს, რომ ტრანსგენდერ ქალებს სახელმწიფო ავალდებულებს სტერილიზაციას და იძულებითი ოპერაციის გაკეთებას, რაც ძალიან ძვირი ღირს და არც ერთი სადაზღვევო კომპანია არ ანაზღაურებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები