გიორგი კვირიკაშვილი: ვიზალიბერალიზაციას შეჩერების საფრთხე არ ემუქრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციას შეჩერების საფრთხე არ ემუქრება.
პრემიერმა მოკლე კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა.
„ვიზალიბერალიზაციას შეჩერების საფრთხე არ ემუქრება“, – აღნიშნა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ 8-9 მარტს, ბრიუსელში ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება, სადაც მთავარი განსახილველი თემა უსაფრთხოების საკითხები იქნება. შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, მიგრაციის პრობლემებსაც განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები