გოჩა ენუქიძე: ეკონომიკა, რომელსაც შემოსავალი მოაქვს, არ უნდა “ისვენებდეს“

ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკის” თავმჯდომარე გოჩა ენუქიძე, დედაქალაქის მერის კახა კალაძის მიერ „ღამის ეკონომიკის განვითარების” პროექტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, მერია სწორ აქცენტებს აკეთებს, რადგან ეკონომიკა, რომელსაც შემოსავალი მოაქვს, არ უნდა ისვენებდეს.
„პირველ რიგში, ღამის ეკონომიკა თბილისელებს სჭირდებათ, რადგან დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ ქალაქში ბევრი ობიექტი უკვე დაკეტილია. ქალაქის მერია ამ მიმართულებით სწორ აქცენტს აკეთებს, რადგან ეკონომიკა, რომელსაც შემოსავალი მოაქვს, არ უნდა ისვენებდეს. თუ თბილისს სურს დედაქალაქების რეიტინგში უფრო კონკურენტული გახდეს და ტურიზმიც კიდევ უფრო განვითარდეს, ტრანსპორტი, საკვები ობიექტები, საბანკო სერვისები და სავაჭრო ობიექტები ღამის საათებშიც უნდა ფუნქციონირებდეს“, – განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები