აშშ-ში პოლიციამ შეიარაღებულ ძარცვაში მონაწილე 19 წლის დამნაშავე მოკლა

აშშ-ში, ბრუკლინში მდებარე ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე, შეიარაღებული ძარცვის მცდელობის დროს, ინციდენტის ადგილზე მისული სამართლდამცველები იძულებულები გახდნენ, დამნაშავეების წინააღმდეგ ცეცხლი გაეხსნათ, რადგან ისინი პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ. ინფორმაციას „CBSNewYork” ავრცელებს.
სამართლდამცველების სროლის შედეგად, 19 წლის დამნაშავე, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა.
პოლიციის ინფორმაციით, ერთი დამნაშვე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, რომელსაც სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.
ინციდენტი ადგილობრივი დროით 10:30 საათზე მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები