გიორგი აბაშიშვილი კონკურსის “სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად” მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით მიმდინარე კონკურსის “სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად” მონაწილეებს შეხვდა და სოციალური მეწარმეობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კონკურსი ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში იმართება და მისი ორგანიზატორები “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” და “განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი” არიან.

როგორც გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტი მხარს უჭერს ყველა იმ წამოწყებას, რომელიც წაადგება ქართული სახელმწიფოს განვითარებასა და ახალგაზრდებში მეწარმეობის უნარების გაღრმავებას. მიმდინარე კონკურსის მიზანი კი, ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და ასევე, არსებული სოციალური საწარმოებისთვის პრობლემური ამოცანების გადაწყვეტაა.

,,სოციალური მეწარმეობა საქართველოში თანდათან უფრო ვითარდება, საკმაოდ პროგრესულად ვითარდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც სოციალური მეწარმეობის საკითხებს უკვე ახალგაზრდებიც სწავლობენ და ამ ასაკშივე ეჩვევიან გარკვეულად ბიზნესის სოციალური მიმართულებებით პოპულარიზაციას.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი არაერთ სოციალური საწარმოსთან თანამშრომლობს. ცხადია ჩვენ, არა მხოლოდ ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ყოველთვის მხარს დავუჭერთ აქტიური ახალგაზრდების დაკავებას სოციალური მეწარმეობის საკითხებით”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა შეკრებაზე.

კონკურსის ფარგლებში ჩატარდება სემინარები და გაცნობითი შეხვედრები სოციალური მეწარმეობის თემაზე.

კონკურსის ოქროს სპონსორები არიან: ფოთის საზღვაო ნავსადგური და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალი”. პარტნიორები კი – სოციალურ საწარმოთა ალიანსი; განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი; ASB Georgia; პური მსოფლიოსთვის (BROT).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები