ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე ჩამოვიდა კლდოვანი მასა, რის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა იკრძალება.

მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია სოფელ კურცობზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები