სირიაში რუსული სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა – არიან დაღუპულები

სირიაში რუსული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნას, მსხვერპლი მოჰყვა. ავაიკატასტროფის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „BBC” ავრცელებს.
რუსული თვითმფრინავი „ხმეიემის“ სამხედრო ბაზასთნ ახლოს ჩამოვარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 39 ადამიანი იმყოფებოდა. რუსული მედიის ინფორმაციით კი, ინციდენტის შედეგად ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა.
როგორც ცნობილია, ავიაკატასტროფის მიზეზი თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართავობა გახდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები