აშშ–ში ცისტერნა, რომელსაც მარილმჟავა გადაჰქონდა, მატარებელს შეეჯახა
აშშ–ის შტატ პენსილვანიაში სატვირთო მატარებელი ცისტერნას შეეჯახა, რომელსაც მარილმჟავას ხსნარი გადაჰქონდა. შეჯახების შედეგად არიან დაშავებულები, სამართალდამცველებმა ახლომდებარე სახლების მაცხოვრებლების ევაკუაცია განახორციელეს. შეჯახება შტატ პენსილვანიის ოლქ ვაშინგტონში მოხდა. სახანძრო სამსახურის ცნობით, ცისტერნას 22 ტონაზე მეტი 36%–იანი მარილჟავას ხსნარი გადაჰქონდა.
ინციდენტის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის, სატვირთო მატარებელში მყოფი ორი ადამიანი და ცისტერნის მძღოლი არიან. არსებული ინფორმაციით, მატარებელს დიზელის საწვავი გადაჰქონდა.