ლონდონში, ერთ-ერთ სასტუმროში, ბუნებრივი აირის გაჟონვას მსხვერპლი მოჰყვა

ლონდონში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა, 1 კი, დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია. ინფორმაციას ბრიტანული სააგენტო „.mirror.co.uk“ ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, მათ სასტუმროდან ხალხის ევაკუაცია განახორციელეს, გამოძიების დასრულებამდე კი, სასტუმრო დახურეს.
ინციდენტის შედეგად დაღუპული და დაშავებული პირები ესპანეთის მოქალაქეები არიან.
პოლიციაში, ინციდენტის შესახებ ინფორმაცია, ადგილობრივი დროით 13:48 საათზე შევიდა.
სამართალდამცველებმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები