ქსენია სობჩაკმა ყირიმში ჩასვლაზე ნებართვა კიევს სთხოვა

რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა, უკრაინის საელჩოს მიმართა, რათა მას ყირიმში ჩასვლაზე ნებართვა მისცენ. სობჩაკის განცხადებით, ის ყირიმში ჩასვლას იმ შემთხვევაში აპირებს, თუკი უკრაინის მთავრობა შესაბამის ნებართვას მისცემს. „მე უკრაინის საელჩოს წერილით მივმართე. თუ ყირიმში ჩავალ, ამას უკრაინის გავლით გავაკეთებ. თუ ნებართვას მივიღებ, მე იქ ჩავალ“, – სობჩაკის განცხადებას „ეხო მასკვი“ აქვეყნებს.
აღსანიშნავია, რომ ქსენია სობჩაკი მანამდე აცხადებდა, რომ მისი აზრით, საერთაშორისო სამართალწარმოების გათვალისწინებით, ყირიმი უკრაინის კუთვნილებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები