ტუნისში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გაახანგრძლივეს

ტუნისის პრეზიდენტმა ბეჯი ქაიდ ეს–სებსიმ, კიდევ 7 თვით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ტუნისში საგანგებო რეჟიმი 2015 წლიდან მოქმედებს. გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ აქამდე მოქმედი საგანგებო რეჟიმის ვადა, 2017 წლის 12 ნოემბრიდან, სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა და მარტის დასაწყისში სრულდებოდა.
ტუნისში საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ შემოიღეს, რაც 2015 წლის ივნისში კურორტ ელ–ქანტაუიეზე ტერაქტი მოხდა, რომელმაც 40 ადამიანი იმსხვერპლა. ასევე, თავდასხმა მოხდა დედაქალაქში მდებარე ეროვნულ მუზეუმშიც. 2015 წლის ნოემბერში კი, თვითმკვლელი ტერორისტი თავს დაესხა პრეზიდენტის გვარდიის წარმომადგენლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები