ლარი კვლავ გამყარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0126 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.4459 გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გუშინდელი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.4585 ლარი ღირდა.
0.0082 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 3.0192 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0274 ლარი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები