არჩილ თალაკვაძე: ტატუნაშვილის საქმეზე იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი ერთიან, ძლიერ რეზოლუციას მიიღებს

“ჩვენი, უმრავლესობის მიზანი არის, ამ საკითხზე პარლამენტმა მიიღოს ერთი ძლიერი, პრინციპული რეზოლუცია, სადაც შეფასდება ეს მძიმე დანაშაული და კონკრეტული რეაგირება იქნება მოთხოვნილი”,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში, ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით შეტანილ რეზოლუციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ საქმეზე ყველამ ერთიანი პოზიცია უნდა დააფიქსიროს.
„როდესაც არჩილ ტატუნაშვილს საქმეს ეხება საკითხი, ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად და დავაფიქსიროთ ერთიანი პოზიცია… ეს უკავშირდება გამოძიებას, საერთაშორისო მონიტორინგს და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ცხედრის გადმოცემას ოჯახისათვის.
კონსულტაციები დაწყებულია. იმედი გვაქვს, რომ მოვახერხებთ უახლოეს პერიოდში შეთანხმებას და პარლამენტი მიიღებს ერთიან ძლიერ რეზოლუციას ამ ფაქტთან დაკავშირებით“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები