ირაკლი კობახიძე: მუნიციპალიტეტები შეუფერხებლად უნდა საქმიანობდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბორჯომში განვითარებულ მოვლენებს აფასებს. მისი განცხადებით, მუნიციპალიტეტები შეუფერხებლად უნდა საქმიანობდნენ, ხოლო, რაც შეეხება ბორჯომში არჩევნების ჩატარებას – ირაკლი კობახიძის თქმით, ეს თავად მუნიციპალიტეტის პრეროგატივაა.

„ჩვენ ბორჯომში ისევე, როგორც ყველა მუნიციპალიტეტში გვაქვს ერთადერთი ინტერესი, რომ მოსახლეობის ინტერესები სათანადოდ იყოს დაცული. მუნიციპალიტეტები უნდა საქმიანობდნენ შეუფერხებლად და ზუსტად ამ მიზნიდან გამომდინარე დავგეგმავთ ნებისმიერ ღონისძიებას, რომელიც დაკავშირებული იქნება ასეთი სახის საკითხებთან. ეს არის თავად მუნიციპალიტეტის პრეროგატივა, მუნიციპალიტეტში როგორც წარიმართება პროცესები იმის მიხედვით შეიძლება სხვადასხვაგვარი განვითარება წარმოვიდგინოთ, თუმცა რაც შეეხება ზოგადად ჩვენს ხედვას – ხედვა არის ის, რომ მთავარია ბორჯომის მოსახლეობის ინტერესები იყოს სათანადოდ დაცული და რეალიზებული”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები