დოროტა დლოუხი-სულიგა: საქართველოს პარლამენტი დღეს ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე

“საქართველოს პარლამენტი დღეს ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. ძალას და გაძლიერებას მოყვება პასუხისმგებლობის გაძლიერება და ეს უნდა მოხდეს რასაკვირველია გადაწყვეტილებების მიღების და პოლიტიკის შემუშავების კუთხით”,- განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა დოროტა დლოუხი-სულიგამ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში „პარლამენტის კვლევითი და ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერების პროექტის” პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის გააქტიურება განსაკუთრებით აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა დაცვის,  დეცენტრალიზაციისა და საპარლამენტო ზედამხედველობის  კუთხით. მისივე თქმით ევროკავშირის წარმომადგენლობა მზადაა საქართველოს პარლამენტს განვითარებაში აქტიური დახმარება გაუწიოს.

„მოხარული ვარ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან ვიმყოფები თქვენს შორის და წვლილი შემაქვს საქართველოს პარლამენტის განვითარებაში. პარლამენტი განიცდის კონსტიტუციურ ცვლილებებს და ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ის უფრო აქტიური გახდეს.

როგორც უკვე ითქვა, პარლამენტი ნამდვილად გააქტიურდა განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, დეცენტრალიზაციის კუთხით. ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ არა მარტო ამ პროექტს, არამედ სხვა მიმართულებითაც საქართველოს პარლამენტს და ჩვენ წვლილი შეგვაქვს, რომ პარლამენტის პოლიტიკის შემუშავება გახდეს გაცილებით უფრო ეფექტური, გაიზარდოს პარლამენტის ზედამხედველობის როლი.

ევროკავშირის წარმომადგენლობა მზადაა კვლავ ხელი შეუწყოს ამ პროცესს.  ჩვენ გვინდა მთელი ჩვენი ძალისხმევა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მოვაქციოთ და აღვასრულოთ ყველა ის პუნქტი, რაც ამ მიმართულებით ასოცირების შეთანხმებაში არის გაწერილი”,-განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები