„ჩვენი ამოცანაა, საერთო ხედვა დავუპირისპიროთ მოვლენებს, რომელსაც ვაკვირდებით ოკუპირებულ რეგიონებში“

ჩვენი ამოცანაა, საერთო ხედვა დავუპირისპიროთ იმ სამწუხარო მოვლენებს, რომელსაც ვაკვირდებით ოკუპირებულ რეგიონებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ ტატუნაშვილის საკითხთან დაკავშირებით, ერთიანი რეზოლუციის მიღება შესაძლებელი იქნება.
“მიმდინარეობს კონსულტაციები და გაგრძელდება ეს კონსულტაციები ოპოზიციის წარმომადგენლებთან. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი საერთო ტკივილი და ჩვენი ამოცანაა, საერთო ხედვა დავუპირისპიროთ იმ სამწუხარო მოვლენებს, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით ოკუპირებულ რეგიონებში. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევჯერდებით ოპოზიციასთან და შესაძლებელი იქნება ერთიანი რეზოლუციის მიღება პარლამენტის მიერ არჩილ ტატუნაშვილის საკითხთან დაკავშირებით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა, საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა, კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებიან. დე ფაქტო რეჟიმს ქართული მხარისთვის არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ამ დრომდე არ გადმოუცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები