სურამში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

„დაბა სურამში გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი- ფიცარი იყო განთავსებული. მძღოლმა ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინა, რომელიც სოციალური ჭრის მიზნით, მესტიის მუნიციპალიტეტში იყო გაცემული და რეგიონის საზღვრებს გარეთ ხე-ტყის ტრანსპორტირებას კრძალავდა. ვინაიდან, სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვებული ხე-ტყის ან მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირება იმ მუნიციპალიტეტების ჯგუფის ან ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს გარეთ, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა სოციალური ჭრის წესით ხე-ტყის დამზადება, აკრძალულია. ავტომანქანა დაილუქა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები