თანამედროვე ქართული პოეზია გერმანულ თარგმანებში – მწერალთა სახლში შეხვედრა გაიმართება

6 მარტს, 18:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში,  გერმანელი მთარგმნელი და პოეტი საბინე შიფნერი ისაუბრებს ქართველი ავტორის, რატი ამაღლობელის პოეტური კრებულისა და ქართული თანამედროვე პოეზიის ანთოლოგიის გერმანულენოვანი თარგმანების შესახებ. ამ ინფორმაციას ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
შეხვედრა გაიმართება ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, მთარგმნელობითი სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში.
შეხვედრას მოდერაციას გაუწევს რატი ამაღლობელი.
თარგმანებს წაიკითხავს ნანა ჭიღლაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები