ქვემო ქართლის პოლიციამ მარნეულში მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ძარცვის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რ.ა. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში 1966 წელს დაბადებულ მ.ხ.-ს ხელჩანთა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
პოლიციამ ძარცვის შედეგად დაუფლებული ხელჩანთა პირადი ნივთებით და თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.