მთავარი პროკურორის მოადგილე: სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოებთან ვთანამშრომლობთ
„მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოებთან ვთანამშრომლობთ“, – ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გაბიტაშვილმა განაცხადა.
„როგორც მიხეილ სააკაშვილის, ისე სხვა მსჯავრდებული პირების მიმართ, რომელთა თაობაზეც ჩვენ ექსტრადიცია გვაქვს მოთხოვნილი, ჩვენი შუამდგომლობის ფარგლებში, ვთანამშრომლობთ მოთხოვნის მიმღები ყველა სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებთან“, – ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გაბიტაშვილმა განაცხადა.
მიმართა თუ არა საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე უშუალოდ ნიდერლანდების სამეფოს, ამ შეკითხვას პროკურორის მოადგილემ არ უპასუხა.