ბათუმში, საეჭვო საგანი, რის გამოც გზის გადაკეტვა მოხდა, სუნამოს კოლოფი აღმოჩნდა

სამართალდამცველებმა ბათუმში, აბუსერიძის ქუჩის მონაკვეთზე, საეჭვო საგნის ნაცვლად, „სუნამოს კოლოფი“ აღმოაჩინეს.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, სუნამოს კოლოფი ცარიელი იყო.
გზის მონაკვეთი რამდენიმე წუთით იყო გადაკეტილი. აბუსერიძის ქუჩაზე, სამძებრო ღონისძიება მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე დაიწყო.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, პოლიცია კონკრეტულ ნივთს ამოწმებს.
„მოქალაქემ დარეკა და განაცხადა, რომ ქუჩაში დევს კოლოფი, რომელსაც პატრონი არ უჩანს. პოლიცია გასულია და ამოწმებს ამ კოლოფს“,- აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები