ბათუმში პოლიციამ გზა გადაკეტა და გაურკვეველ ნივთს ამოწმებს

ამ წუთებში, ბათუმში, აბუსერიძის ქუჩის მონაკვეთი გადაკეტილია. სამართალდამცველებმა გზა მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე გადაკეტეს. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, პოლიცია კონკრეტულ ნივთს ამოწმებს.
„მოქალაქემ დარეკა და განაცხადა, რომ ქუჩაში დევს კოლოფი, რომელსაც პატრონი არ უჩანს. პოლიცია გასულია და ამოწმებს ამ კოლოფს“, – აცხადებენ შსს-ში.
აღნიშნულთან დაკავშირებით „კვირა“ დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები