მამუკა ბახტაძე იან კელის შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ელჩს მთავრობის მიერ მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.

მამუკა ბახტაძემ აშშ-ის ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოში გაწეული ნაყოფიერი მუშაობისთვის, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის. მინისტრმა ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები