გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე გამოძიებას მოითხოვს

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე გამოძიებას მოითხოვს და მზადყოფნას გამოთქვამს მხარი დაუჭიროს ამ პროცესს – აღნიშნულის შესახებ, გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი ოფიციალური ტვიტერის გვერდზე აცხადებს:
„შეშფოთებულნი ვართ 22 თებერვალს, ცხინვალში, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო. მოვითხოვთ მისი გარდაცვალების ფაქტების სარწმუნო და გამჭვირვალე გამოძიებას, მზადყოფნას გამოვთქვამთ მხარი დავუჭიროთ ამ პროცესს”.
აღსანიშნავია, რომ ქ. ჟენევაში ვიზიტით მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე შეხვედრას გამართავს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან ზეიდ რაად ალ ჰუსეინთან.
მინისტრი ისაუბრებს საოკუპაციო რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ტრაგიკულ შემთხვევაზე და ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები