აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და კლაიპედას უნივერსიტეტს შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა და კლაიპედას (ლიტვა) უნივერსიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კლაიპედას უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა რემიგიუს ქინდერისმა მოაწერეს, საგრანტო კონკურსების, კონფერენციების, ვორქშოპების, სემინარების, სეზონური სკოლების და სხვადასხვა სტუდენტური და საერთაშორისო პროექტების შემუშავებას ისახავს მიზნად.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და კლაიპედას უნივერსიტეტის (ლიტვა) თანამშრომლობის შედეგად, ერთობლივი პროგრამების დანერგვა-განხორციელება, არსებული პროგრამების განვითარება, აგრეთვე, სამეცნიერო და კვლევითი მიმართულებით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის შემუშავება იგეგმება.
