კინომუსიკის სამყაროში – კონცერტი გაიმართება
10 მარტს, 19:30 საათზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გაიმართება კონცერტი, რომელიც კინომუსიკას ეძღვნება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, კონცერტი მსმენელთა თხოვნით ტარდება.
პროგრამაშია მუსიკა სხვადასხვა, ყველასთვის საყვარელი კინოფილმებიდან – “დანკერკი“, “დიდი გასეირნება”, “კერკეტი კაკალი”, “შერბურის ქოლგები”, “ვარსკვლავური ომები”, “შინდლერის სია”, “ინდიანა ჯონსი”, რომლის ავტორებიც არიან ცნობილი კლასიკოსი და თანამედროვე კომპოზიტორები – ჰექტორ ბერლიოზი, ედუარ ელგარი, იან სიბელიუსი, მიშელ ლეგრანი, ჯონ უილიამსი და სულხან ცინცაძე.
კონცერტში მონაწილეობენ – თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის დირიჟორობით და ახალგაზრდა მევიოლინე თინათინ კობერიძე.