„დედე“ პირველი ქართული ფილმია, რომლითაც ფრანგული ავიაკომპანია დაინტერესდა

„დედე” პირველი ქართული ფილმია, რომლითაც ფრანგული უმსხვილესი ავიაკომპანია ”Air France”დაინტერესდა.
ამ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. „Air France”-მა გამოთქვა სურვილი, რომ მარიამ ხაჭვანის ფილმი „დედე” მათი ავიახაზების მგზავრებისთვის იყოს ხელმისაწვდომი და მალე მგზავრებს „დედეს“ ნახვა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში თვითმფრინავით ფრენისას შეეძლებათ.
2017 წლის მონაცემებით, ”Air France” ავიახაზების მომსახურებით 98.7 მილიონმა ადამიანმა ისარგებლა.
„ფილმის ჩვენება ”Air France’-ის’ ავიახაზების თვითმფრინავებში ნიშნავს 98.7 მილიონ შესაძლებლობას, 98.7 მილ. ადამიანს გავაცნოთ ჩვენი კულტურა, ქვეყანა, ვაჩვენოთ ჩვენი პატარა სამოთხე. ეს არის შესაძლებელობა, ეკონომიკური კეთილდღეობისა და ტურიზმის დიდი განვითარებისა.
ეს დიდი წარმატებაა არა მხოლოდ მარიამისთვის და შემოქმედებითი ჯგუფისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის! გვიხარია, რომ ქართულ კინოს შეუძლია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში თავისი წვლილის შეტანა“, – აცხადებენ ეროვნულ კინოცენტრში.
22 თებერვლიდან –  ”დედე: სვანური ბალადა” საქართველოს კინოთეატრებში.
28 თებერვალს ”დედეს” რეჟისორი მაყურებელს კინოთეატრ „ამირანში“ 19:30- საათიანი სეანსის დამთავრების შემდეგ შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები