ბედუკაძე „რუსთავი 2“-ს: იქნებ მერაბიშვილის დროს დამონტაჟებულია?

ციხეების სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე ტელეკომპანია „რუსთავი2“-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას, „ტაკიმასხარაობად“ აფასებს. ბედუკაძე არ გამორიცხავს, რომ ტელეკომპანიაში სათვალთვალო კამერები ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის თანამდებობაზე ყოფნისას იყოს დამონტაჟებული.
„სრული მარაზმი! ტაკიმასხარაობა! იქნებ მერაბიშვილის დროინდელი დამონტაჟებულია თუ საერთოდ თქვენი თვითშემოქმედება (ფეოლასი არ იყოს – გაგიჭირდებოდათ! ) დადგმული სპექტაკლი არაა? უფრო მეტიც, გვარამია (ყოფილი მთავარი პროკურორი) ბოდიშს იხდის, რომ მონაწილეობა აქვს მიღებული მანკიერი პრაქტიკის ჩამოყალიბებაში! თუმცა დაბეჯითებით იცის, რომ ყველა ის ჩანაწერი, რომელიც მისთვის იყო ცნობილი, მოპოვებული იყო ლეგიტიმურად! ბრავო! არავინ იკითხა მსგავსი ჩანაწერების გავრცელება იმ დროს როგორ წარმოადგენდა სახელისუფლებო დისკრეციას? ანუ აღიარებთ, რომ “რუსთავი 2” სააკაშვილის სახელისუფლო რეპრესიული მანქანის რუპორი გახლდათ“? – წერს ვლადიმერ ბედუკაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ცნობისთვის, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობამ დღეს პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ აღმოჩენელია ვიდეომასალა, სადაც ნიკა გვარამიასა და ნინო შუბლაძის საუბრებია აღბეჭდილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები