ჯემალ ჭკუასელი მეუღლეს მადლობას უხდის: დღესაც ისევე მიყვარს, როგორც პირველ დღეს

„ამ ქვეყნად ყველაზე კარგი სიტყვებია, მე თქვენ მიყვარხართ! – ყველა შურისძიებაზე ძლიერია“ – ამბობს საქართველოს სახალხო არტისტი ჯემალ ჭკუასელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
83 წლის ჯემალ ჭკუასელი გამოცემასთან საუბრისას ქართველებს მოუწოდებს, რომ ჩვენი ქვეყანა სიყვარულით გადაარჩინონ და არ მოწყდნენ ქართულ ძირებს.
„არ მოწყდეთ ჩვენ ძირებს, გადაარჩინეთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სიმდიდრე – ქართული ხალხური სიმღერა და ცეკვა! ჩემს შვილებსაც ამას ვუბარებ, რაც უნდა ეწყინოთ, შური არ იძიონ, თუ მაინცდამაინც მოინდომებენ, მხოლოდ სიკეთით გადაუხადონ, ამ ქვეყნად ყველაზე კარგი სიტყვებია: მე თქვენ მიყვარხართ! – ყველა შურისძიებაზე ძლიერია“, – აცხადებს ჯემალ ჭკუასელი.
ამავე ინტერვიუში საქართველოს სახალხო არტისტი მეუღლის – გიული ჭკუასელის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ რაც კი ამ ქვეყნად მას ეკუთვნის მეუღლის დამსახურებაა.
მისი თქმით, მას დღემდე ისევ ისე უყვარს მეუღლე, როგორც თავდაპირველად.
„ჩემი სიცოცხლეა, ჩემი მეუღლე გიული ჭკუასელი, რომელმაც შემაქმნევინა ეს ოჯახი. რაც დღეს მაქვს, შვილები და შვილიშვილები გამიზარდა. ვეტყვი, რომ დღესაც ისევე მიყვარს, როგორც პირველ დღეს და მის გარეშე ცხოვრება ვერ წამომიდგენია. ოჯახში ყველაფერს ის აგვარებს, მადლობას ვეუბნები ჩემთან ერთად გატარებული წლებისთვის“, – აცხადებს ჯემალ ჭკუასელი.
ამასთან, ჯემალ ჭკუასელი ამბობს, რომ ანდერძის სახით შვილებს თბილისში ოროთახიან ბინას უტოვებს და ორ სახლს – კახეთში, ხაშმში და გურიაში, შემოქმედში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები