არქიმანდრიტ სოკრატე ჭულუხაძისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართება

26 თებერვალს, 19:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში შედგება არქიმანდრიტ სოკრატე ჭულუხაძისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო – ,,შენდობას ვითხოვ“.
როგორც „კვირას“ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრიდან აცნობეს, საღამო არქიმანდრიტის დაბადების 85-ე წლისთავთან დაკავშირებით ტარდება. ასევე გაიმართება მამა სოკრატესადმი მიძღვნილი წიგნის – ,,შეხვედრამდე ნახვამდის“ წარდგინება.
მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, პირველი სართული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები