ოვიდიუსის “მეტამორფოზების” მიხედვით „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ პრემიერას გამართავს

2, 3, 4, 9, 10 და 11 მარტს, 20:00 საათზე,  გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტისა “ და Silk Factory Studio – ს ერთობლივი პროექტი – „მეტამორფოზები” გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ეს არის თანამედროვე ბალეტი ოვიდიუსის „მეტამორფოზების“ მიხედვით, ეს არის შესაძლებლობა, საბალეტო ენით მონათხრობი ოვიდიუსის „უწყვეტი სიმღერა” ნახოთ, რომელიც სამყაროს წარმოშობიდან ავგუსტუსის დრომდე კაცობრიობის ბედს აღწერს.
“გარდასახვები” მუსიკასაც შეეხება, როდესაც იოჰან სებასტიან ბახის მუსიკას ნიკა მაჩაიძე სცენიდანვე გადაიყვანს სპეციალურად “მეტამორფოზებისთვის” დაწერილ ელექტრონულ მუსიკაში.
პროექტის იდეის ავტორი და დამდგმელი ქორეოგრაფია მარიამ ალექსიძე, პროექტის იდეის, კონცეფციის ავტორი და ხელმძღვანელი – დავით მაზიაშვილი; მხატვარი – ანა ნინუა; საუნდ დიზაინი – ნიკა მაჩაიძე. წარმოდგენას იოჰან სებასტიან ბახისა და ნიკა მაჩაიძის ორიგინალური მუსიკა გასდევს.
მონაწილეობს: გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასი. დასის სამხატვრო ხელმძღვანელი მარიამ ალექსიძე.
მისამართი: მერაბ კოსტავას 59 ; აბრეშუმის ფაბრიკის კინოპავილიონი (ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკა).

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები