საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბრიუსელს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, დღეს ბრიუსელს ეწვევა.
ქართველი დეპუტატები შეხვედრებს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტ იოან პაშკუსთან და ევროპარლამენტარებთან: ანა გომეშთან, კლერ მუდისთან, საჯად კარიმთან, მაიკლ გალერთან, დევიდ მაკალისტერთან გამართავენ. ვიზიტი საქართველოს პარლამენტთან ევროპარლამენტის თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში ევროპარლამენტის ორგანიზებით გაიმართება და მისი მთავარი თემა საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები იქნება.
ქართველი დეპუტატები და ევროპარლამენტარები კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებაზე და ამ მიმართულებით, თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელებენ.
ასევე, გაიმართება ევროპარლამენტარებთან ორმხრივ შეხვედრები, სადაც მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საკითხი და რუსული საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები იქნება.
განხილვის თემა იქნება აგრეთვე, საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა და ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებული გამოწვევები.
საპარლამენტო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში სერგი კაპანაძე, თამარ ხულორდავა, ირაკლი კოვზანაძე, გიორგი კახიანი, ირაკლი ბერაია, რომან გოცირიძე და ნინო წილოსანი არიან, ბრიუსელში ვიზიტს 1-ელ მარტს დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები