„რუსთავი 2“ არა მედიასაშუალება, არამედ სააკაშვილის აგიტაციის იარაღია“

ტელეწამყვანი შალვა რამიშვილი ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული ფარული კადრების გავრცელებას ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება. რამიშვილს მიაჩნია, რომ „რუსთავი 2“ არა მედიასაშუალება, არამედ მიხეილ სააკაშვილის აგიტაციის იარაღია.
„მეგობრებო, ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რომ რ2 არ არის მედიასაშუალება. ის არის ნაც მოძის და, პირადად, მიშა სააკაშვილის აგიტაციის იარაღი. მფლობელი ამ ტევეში არის მიშა სააკაშვილი და არა ის ვიღაც შემთხვევითი კაცი, რომელიც სამეწარმეო რეესტრშია გატარებული. რ2 – ელების ნებისმიერი ქმედება (მათ შორის დღევანდელი განცხადებებიც) არის გაფარჩაკებული ნაც მოძის და მიშას სასოწარკვეთილი ბრძოლის ნაწილი. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ენჯეო კომპლექსებით დაიხუნძლა და შეშფოთებას გამოხატავს “მედიაზე ზეწოლის” გამო! იმედი მაქვს, მოსახლეობის უმრავლესობამ იცის სიმართლე!“- წერს შალვა რამიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.
ცნობისთვის, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობამ დღეს პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ აღმოჩენელია ვიდეომასალა, სადაც ნიკა გვარამიასა და ნინო შუბლაძის საუბრებია აღბეჭდილი.

10335778_249678601904997_1866910082_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები