ლექცია: „თვითმფრინავის ბიჭები“ – ეპოქის ჭრილში“ გაიმართება

26 თებერვალს, 18:00 საათზე, წიგნის სახლი „ლიგამუსი“ მასპინძლობს ლექციას თემაზე: ,,თვითმფრინავის ბიჭები“ – ეპოქის ჭრილში’’.
როგორც „კვირას“ თბილისის მუზეუმების გაერთიანებიდან აცნობეს,  1 მარტს მხატვარ სოსო წერეთლის დაბადების დღეა, 2018 წლის 26 თებერვალს „მუზეუმების გაერთიანება – კოტე და სოსო წერეთლების მემორიალურ ბინა-მუზეუმს“ დაგეგმილი აქვს, ჩაატაროს „თვითმფრინავის ბიჭების“ თემასთან დაკავშირებული მორიგი ღონისძიება – „თვითმფრინავის ბიჭები ეპოქის ჭრილში“, რომელიც  18 ნოემბერს ჩატარებული ღონისძიების გაგრძელება იქნება და  სოსო წერეთლის ხსოვნას მიეძღვნება.
1983 წლის 18 ნოემბერს, შვიდმა ქართველმა ახალგაზრდამ, საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით დასავლეთში მოხვედრა სცადა. მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. შედეგად დაიღუპა შვიდი ადამიანი.
სტუმრები ლევან ბერძენიშვილი და ლაშა ბუღაძე ისაუბრებენ წითელი რეჟიმის ვერდიქტსა და თავისუფლების მნიშვნელობაზე.
მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის 32, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსი, წიგნის სახლი „ლიგამუსი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები