ახალი წიგნის – „ბაგრატ lll”-ის წარდგენა და საჯარო ლექცია გაიმართება

27 თებერვალს, 16:00 საათზე, „ბიბლუსი გალერეაში“ პროექტ “ქართველი მეფეების” ახალი წიგნის – “ბაგრატ lll” -ის წარდგენა და საჯარო ლექცია გაიმართება.
როგორც „კვირას“ „ბიბლუსიდან“ აცნობეს, ლექცია ბაგრატ III-სა და მისი მეფობის შესახებ განსაკუთრებით საინტერესო იქნება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. საჯარო ლექციას ჩაატარებს პროექტისა და წიგნის ავტორი, ისტორიის პროფესორი – ჯაბა სამუშია.
ამავდროულად, „ბიბლუსი“ უპრეცედენტო შეთავაზებას სთავაზობს ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს – მათ  თამარ მეფისა და ბაგრატ III-ის წიგნების შეძენა სპეციალურ ფასად – 5.50 ლარად შეეძლებათ.
მის: კანდელაკის #7.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები