საჯარო ლექცია: „რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომი, ნაკლებად ცნობილი ბრძოლების ისტორია“ გაიმართება

23 თებერვალს, 17:00 საათზე, ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ისტორიკოსის, პირველი რესპუბლიკის მკვლევრის, დიმიტრი სილაქაძის საჯარო ლექცია: „რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომი (ნაკლებად ცნობილი ბრძოლების ისტორია)“  გაიმართება.
როგორც „კვირას“ ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის შესახებ საზოგადოება, ძირითადად, თბილისთან ბრძოლების შესახებ არის ინფორმირებული, მაშინ როდესაც საბრძოლო მოქმედებებმა თითქმის მთელი საქართველო მოიცვა.
ლექციაზე საუბარი იქნება რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს მომხდარ, საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილ ბრძოლებზე. მაგალითად, აფხაზეთში, დარიალის ხეობაში, ოსიაურთან და ა.შ.
საჯარო ლექცია პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები