ფოლკლორის ცენტრში კოლეჯ „მერმისის“ სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

23 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება საზოგადოებრივ კოლეჯ „მერმისის“ სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა.
როგორც „კვირას“ კოლეჯიდან აცნობეს, გამოიფინება გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა მიმართულების (ხის მხატვრული დამუშავება, დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილები, თექა, ფეხსაცმლის და ტყავის აქსესუარები, სამკერვალო ნაწარმი) 200-მდე ექსპონატი.
პროფესიულ-საგანმანათლებლო კოლეჯ „მერმისში“  განათლებას  ყოველწლიურად 1000-ზე მეტი სტუდენტი ეუფლება. პროფესიული კოლეჯის მიზანია: შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება და დასაქმება. ამ საპატიო მიზნის განხორციელების გარანტია: სწავლების მაღალ ხარისხი, მუდმივად განახლებადი პროგრამები, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიული კადრები, სწავლების პროცესში სიახლეებისა და ინოვაციის დანერგვა.
გამოფება  2 მარტს დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები