რატი იონათამიშვილი: ფინანსთა მინისტრის ინიციატივა ძალიან ბევრი შშმ პირის ცხოვრებაზე აისახება

უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის თქმით, ფინანსთა მინისტრის ინიციატივა შშმ პირის ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება დადებითად. მისი თქმით, სასიხარულოა, რომ ასეულობით შშმ პირი შეძლებს ამ ინიციატივით სარგებლობას და რეალური შეღავათის მიღებას.

“მინდა გამოვეხმაურო და მხარი დავუჭირო დადებითად ფინანსთა მინისტრის ინიციატივებს, განსაკუთრებით, მინდა აღვნიშნო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პირადი გამოყენებისათვის იმპორტირებული სატრანსპორტო საშუალების აქციზისაგან სრულად გათავისუფლდების წინადადება. აღნიშნული ინიციატივა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს აღებული ფიზიკური გარმოს მისაწვდომობის უზრუნველყოფის პასუხისმგებლობა. ამ პროცესს ჭირდება გონივრული დრო და მის პარალელურად საჭიროა ისეთი ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ, რომელიც გააუმჯობესებს შშმ პირების დამოუკიდებელი გადაადგილების ხარისხს. ფინანსთა მინისტრის ინიცატივა სრულად იზიარებს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციით აღიარებულ ამოცანებს და თანხვედრაში მოდის გონივრული მისადაგების პრინციპთან.

სასიხარულოა, რომ ასეულობით შშმ პირი შესძლებს ამ ინიციატივით სარგებლობას და რეალური შეღავათის მიღებას”, – განაცხადა იონათამიშვილმა.

“ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის ერთ-ერთი ინიციატივა გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პირადი გამოყენებისთვის იმპორტირებული ავტომობილების გათავისუფლებას სააქციზიო გადასახადისგან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანია ინიციატივა, ვინაიდან როგორც წესი, ადაპტირებული მანქანების საბაზრო ღირებულება ძალიან მაღალია და აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სრულად გავათავისუფლოთ სააქციზო გადასახადისგან მსგავსი ავტომობილები და შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების შეძენა სჭირდებათ, ექნებათ საშუალება, რომ აქციზისგან გათავისუფლებულ რეჟიმში 3 წელიწადში ერთხელ შეისყიდონ შესაბამისი ავტომობილი”,- აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები