ექიმმა 13 წლის გოგონას თითები შეუნარჩუნა – რა მოხდა იაშვილის კლინიკაში

ფოთელი ლ.ც-ვა იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს და განსაკუთრებით ორთოპედ-ტრავმატოლოგს ირაკლი ვარძუკელაშვილს მადლობას უხდის. სწორედ მან შეუნარჩუნა პაციენტს მტევანზე თითები, რომელსაც 2018 წლის ახალი წლის ღამეს, პიროტექნიკის გამოყენების დროს, ხელში აუფეთქდა. ხანგრძლივი და რთული ოპერაციების შემდეგ, 13 წლის გოგონას თითები შეუნარჩუნდა და ახლახან კლინიკა დატოვა.

„2017 წელი იწურებოდა და 2018 წლისთვის ემზადებოდა საასპარეზოდ, როგორც ყველა ბავშვი, ვხარობდი მეც. ნაჩქარევად ნასროლი მაშხალა ხელში ამიფეთქდა…

მიმიყვანეს იაშვილის კლინიკაში, სადაც ექიმი ორთოპედ-ტრავმატოლოგი ირაკლი ვარძუკაშვილი თავისი მამობრივი მზრუნველობით, თბილი გულითა და ჯადოსნური ხელებით შეუდგა ჩემი დასახიჩრებული ხელების „გამოძერწვას“.
ირაკლი ექიმო! ჩემთვის ღვთის მიერ მოვლენილი ადამიანი ბრძანდებით თქვენ, მე გამიკეთეთ ურთულესი ოპერაცია, არ უღალატეთ თქვენს პროფესიას, „დაინდეთ“ ჩემი პატარა თითები და მომეცით ხალისი სიცოცხლისა. დიდი მადლობა ყველაფრისათვის, რაც თქვენ ჩემთვის გააკეთეთ.
„საქმემან კეთილმან გამოგაჩინოთ თქვენ.“
უფალს ვთხოვ, დიდი ხნის სიცოცხლე, ჯანის სიმრთელე და ბედნიერი დღეების სიმრავლე მოგანიჭოთ. უამრავი ჩემნაირი პაციენტის იმედად ყოფილიყავით მარადჟამს.
მადლობა იაშვილის კლინიკის ქირურგიული განყოფილების თანამშრომლებს თბილი მიღებისა და გაწეული დახმარებივის. დიდი პატივისცემითა და სიყვარულით“ – წერს ექიმ ირაკლი ვარძუკელაშვილის უკვე ყოფილი პაციენტი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები