დავით მათიკაშვილი: სააკაშვილს მინდა ვუთხრა, რომ ის არ არის მაღალი, ის არის გრძელი

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, რომელმაც ექვსი წლის წინ ჩამოგვაცილა ის სირცხვილი, რასაც ერქვა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„სააკაშვილს მინდა ვუთხრა, რომ ის არ არის მაღალი, ის არის გრძელი. იმ სიგრძით ამაყობს, რაზეც მიხეილ სააკაშვილი ასე გულმოდგინედ საუბრობდა გუშინდელ განცხადებაში. კაცმა უნდა იამაყოს მაღალი რეპუტაციით, ღირსებით, ქალებთან ღირსეული დამოკიდებულებით, რისგანაც მიხეილ სააკაშვილი იყო და არის დაცლილი”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის საკომიტეტო გამოსვლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა შემდეგი განცხადება გააკეთა:
„ივანიშვილი და წულუკიანი თავისი მასშტაბების გამო, იქამდეც ვერ მომწვდნენ, სადაც ჩემზე მოწვდენა უნდოდა ივანიშვილის პატრონ პუტინს. იქამდეც ვერ მომწვდნენ ეს სუბიექტები და ვერც მომწვდებიან, მაგრამ ქართველი ხალხი მიწვდება მათ ყველგან, სადაც საჭიროა და სათანადოდ აგებინებს პასუხს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები