სოლომონ პავლიაშვილი კასპარს გერჰარდს შეხვდა

0

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ლატვიის რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და რეგიონული განვითარების მინისტრს კასპარს გერჰარდს შეხვდა.  ორმხრივი შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ქვეყნებს  შორის გარემოს დაცვისა და  ნარჩენების მართვის სფეროში თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებაზე იმსჯელეს.

დღესვე,   სამინისტროში  საქართველოს და ლატვიის  რესპუბლიკას შორის, გარემოსდაცვითი თანამშრომლობის ფარგლებში  ხელი მოეწერა ნარჩენების მართვის შესახებ დეკლარაციას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავებას.  დეკლარაციას ხელი  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა და ლატვიის რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა  კასპარს გერჰარდსმა მოაწერეს.

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ საქართველოს მხარს ევროინტეგრაციის გზაზე. გარემოს დაცვის მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის ასევე ლატვიისთვის და წლების განმავლობაში მიმდინარეობს თანამშრომლობა ორ უწეყბას შორის. დღევანდელი შეხვედრის მიზანი, სწორედ ნარჩენების მართვის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაა“,- განაცხადა კასპარს გერჰარდმა შეხვედრაზე.

შეხვედრაზე  საქართველოს მიერ ნარჩენების მართვის სფეროს განვითარებისა და ნარჩენების მართვის  საკანონმდებლო ბაზის ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან ჰარმონიზაციაზე იმსჯელეს.  ასევე, განიხილეს ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის  საჯარო და კერძო სექტორის შესაძლებლობების გაძლიერების საკითხები.

საქართველო-ლატვიას შორის გარემოსდაცვითი კუთხით თანამშრომლობა  2008 წლიდან მიმდინარეობს, როდესაც გაფორმდა “საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება“.

შეხვედრას თბილისის მერიის, შპს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“; შპს „თბილსერვის ჯგუფის“ და  ასევე, კერძო  სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი