საქართველოში ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის

20-21 თებერვალს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ასელბორნი ჩამოდის. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ლუქსემბურგის საგარეო უწყების ხელძღვანელი შეხვდება საქართველოს პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს.
შეხვედრებისას ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე და სამომავლო პერსპექტივებზე, საქართველო-ევროკავშირის და საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე.
საგარეო უწყების ხელმძღვანელთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები